სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა გორის მუნიციპალიტეტში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლებას ახორციელებს

ჟვანიას სკოლა გორის მუნიციპალიტეტში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლებას ახორციელებს

: 2019-12-23
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გორის მუნიციპალიტეტში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლებას ახორციელებს.

21-27 დეკემბრის პერიოდში პროგრამის - „მოხელის მენეჯერული უნარები" გადამზადებას გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქამებული 20 საჯარო მოხელე გადის.

საჯარო მოხელეები პროგრამის ფარგლებში გაივლიან ისეთ საგნებს როგორებიცაა: სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა, საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები, მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა, გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე, პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა.