სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აიშენ ნაგიევა,19 წლის, მარნეულიდან

აიშენ ნაგიევა,19 წლის, მარნეულიდან

: 2020-03-17
: ჩვენი მსმენელები
„მე ვარ აიშენ ნაგიევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოდან, 19 წლის. ამჟამად ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სკოლაში სწავლის პერიოდში გადავწყვიტე უმაღლესი განათლების მისაღებად უნივერსიტეტში ჩაბარება. ეს კი სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენს სოფელში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებდა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას, დავრეგისტრირდი და გავიარე A2 და B1 დონის კურსები. სახელმწიფო ენის კურსებმა ბევრად განავითარა ჩემი შესაძლებლობები, თავისუფლად ვმონაწილეობდი სხვადასხვა აქტივობაში, სხვადასხვა ღონისძიებაში.
ზურაბ ჟვანიას სკოლას, შემიძლია ვთქვა, რომ დიდი და განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. შევისწავლე სახელმწიფო ენა. ამ ყოველივემ კი მომცა შანსი, ვყოფილიყავი უფრო თავდაჯერებული, თამამი და ძლიერი. ამჟამად ქართული ენის ცოდნის წყალობით ვარ თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრის წევრი და საქართველოს სტუდენტთა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სტაჟიორი.
ჩემს თანასოფლელებსა და თანატოლებს ვურჩევ შეისწავლონ სახელმწიფო ენა, რადგან ეს მათი წარმატების ერთ-ერთი გარანტია იქნება."