სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა სწავლების ელექტრონულ რეჟიმზე გადავიდა

ჟვანიას სკოლა სწავლების ელექტრონულ რეჟიმზე გადავიდა

: 2020-03-23
: სიახლეები

 

მიმდინარე წლის 23 მარტიდან, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სწავლების ექტრონულ რეჟიმზე გადავიდა.

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარები პროგრამის A1, A2, B1 და B1+ დონეებს ექტრონული სწავლების რეჟიმში გაივლიან.
ამ ეტაპზე სასწავლო პროცესში ჩართულია ეროვნული უმცირესობის 454 წარმომადგენელი ახალქალაქიდან, ახალციხიდან, გარდაბნიდან, დმანისიდან, ნინოწმინდიდან, წალკიდან და თბილისის მობილური ჯგუფებიდან. სულ დაკომპლექტდა 41 სასწავლო ჯგუფი, მათ ტრენინგებს ელექტრონულად ჟვანიას სკოლის ტრენერები ჩაუტარებენ.
ჟვანიას სკოლა სწავლების ელექტრონული ფორმატისთვის იყენებს Microsoft-ის ონლაინ პლათფორმას Teams-ს, რომლის მეშვეობითაც გეგმავს სასწავლო მასშტაბის გაზრდას და ყველა დაინტერესებული პირისთვის სერვისის მიწოდებას ელექტრონული სწავლების რეჟიმში.