სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში ელექტრონული სწავლების პროცესი აქტიურად ხორციელდება

ჟვანიას სკოლაში ელექტრონული სწავლების პროცესი აქტიურად ხორციელდება

: 2020-04-01
: სიახლეები
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ელექტრონული სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ სკოლა 23 მარტიდან ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან, გამომდინარე სწავლების ელექტრონულ ფორმატზე გადავიდა.
ამ დროისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში ჩართულია 582 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ახალციხიდან, დმანისიდან, მარნეულიდან, წალკადან და თბილისის მობილური ჯგუფებიდან. სულ დაკომპლექტებულია 53 ჯგუფი, მათთან დისტანციურ რეჟიმში სწავლებას ჟვანიას სკოლის 29 ტრენერი ახორციელებს.
მსმენელთა გადანაწილება რეგიონების, ჯგუფებისა და რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირია:
ახალქალაქი - 20 ჯგუფი, 213 მსმენელი;
ნინოწმინდა - 8 ჯგუფი, 89 მსმენელი;
ახალციხე - 9 ჯგუფი, 93 მსმენელი;
დმანისი - 2 ჯგუფი, 20 მსმენელი;
მარნეული 7 ჯგუფი, 90 მსმენელი;
წალკა - 2 ჯგუფი, 18 მსმენელი;
თბილისი -5 მობილური ჯგუფი, 59 მსმენელი.