სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის ელექტრონული სწავლების პროცესში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა

ჟვანიას სკოლის ელექტრონული სწავლების პროცესში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა

: 2020-04-22
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ელექტრონული სწავლების პროცესში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა.

ამ დროისთვის სახელმწიფო ენას დისტანციურ რეჟიმში 772 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი სწავლობს ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ახალციხიდან, დმანისიდან, მარნეულიდან, გარდაბნიდან, ბოლნისიდან, წალკადან და თბილისის მობილური ჯგუფებიდან.
სულ დაკომპლექტებულია 71 ჯგუფი, მათთან ელექტრონულ რეჟიმში სწავლებას ჟვანიას სკოლის 37ტრენერი ახორციელებს.
ჟვანიას სკოლა აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მსმენელთა გადანაწილება რეგიონების, ჯგუფებისა და რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირია:

ახალქალაქი - 20 ჯგუფი, 216 მსმენელი;
ნინოწმინდა - 14 ჯგუფი, 150 მსმენელი;
ახალციხე - 10 ჯგუფი, 105 მსმენელი;
გარდაბანი - 2 ჯგუფი, 24 მსმენელი;
ბოლნისი - 2 ჯგუფი, 22 მსმენელი;
დმანისი - 3 ჯგუფი, 30 მსმენელი;
მარნეული - 13 ჯგუფი, 152 მსმენელი;
წალკა - 2 ჯგუფი, 21 მსმენელი;
თბილისი - 5 მობილური ჯგუფი, 52 მსმენელი.