სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში თანამშრომლებისთვის ტრენინგი ტარდება

ჟვანიას სკოლაში თანამშრომლებისთვის ტრენინგი ტარდება

: 2020-05-11
: სიახლეები
4-16 მაისს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში თანამშრომლებისთვის ტარდება ტრენინგი „დისტანციური სწავლება Microsoft სერვისების გამოყენებით".
დისტანციური სწავლების გაუმჯობესების მიზნით სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან სკოლის პროგრამებისა და ხარისხის მართვის მენეჯერები, რეგიონული სასწავლო ცენტრების ადმინისტრატორები, ტრენერები, პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ელექტრონული სწავლების/ ხარისხის მონიტორინგის სამუშაო პროცესს.
აღნიშნული ტრენინგის ორგანიზება მიზნად ისახავს Microsoft სერვისების გამოყენებას დისტანციურ სწავლებაში, ციფრული რესურსების მორგებას როგორც საკლასო სწავლებისთვის, ასევე ვებინარული პლატფორმისათვის.
სასწავლო კურსის გავლის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ისეთ უნარებს-ჩვევებს, როგორებიცაა ვებინარის ორგანიზება, მისი მართვა, ასევე სხვადასხვა ტიპის შეხვედრის გამართვა. აღნიშნული გააუმჯობესებს ჟვანიას სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესებს, ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას და შესაძლებლობას მისცემს სკოლის მონიტორინგის ჯგუფს უზრუნველყოს ელექტრონული სწავლებისას გამოყენებული რესურსების, სასწავლო პროცესების ხარისხისა და ეფექტიანობის შემოწმება.
სასწავლო ტრენინგს უძღვება ციფრული ტექნოლოგიების პროფილის ტრენერი ქ-ნ ხათუნა ციხელაშვილი.
ჟვანიას სკოლა სასწავლო პროცესების მაღალ დონეზე ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით მუდმივად აუმჯობესებს სერვისების ხარისხს და უზრუნველყოფს მათ მიწოდებას თავისი ბენეფიციარებისთვის.