სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„საექთნო საქმე“ - ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის დარგობრივი მიმართულების კურსზე სწავლება მიმდინარეობს

„საექთნო საქმე“ - ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის დარგობრივი მიმართულების კურსზე სწავლება მიმდინარეობს

: 2020-06-23
: სიახლეები

ჟვანიას სკოლის ლაგოდეხის რეგიონულ სასწავლო ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს დისტანციური სწავლების პროცესი სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის დარგობრივი მიმართულების კურსის - „საექთნო საქმე" - ფარგლებში.

პროგრამაში ჩართული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ეუფლებიან სახელმწიფო ენას B1+ დონეზე და სამედიცინო საქმიანობისთვის საჭირო ლექსიკასა გრამატიკულ კონსტრუქციებს. დარწმუნებულნი არიან, რომ მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ მომავალი პროფესიის დაუფლებაში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბენეფიციართა უმეტესობა სწავლის გაგრძელებას მედიცინის მიმართულებით გეგმავს.

კურსის მიზანია ბენეფიციარებმა განიმტკიცონ სახელმწიფო ენა B1+ დონის ფარგლებში და შეძლონ ზეპირი და წერითი კომუნიკაცია პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით.

სასწავლო პროცესი მოიცავს 80 საკონტაქტო საათს.

აღნიშნული ტრენინგები ხორციელდება ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში.