სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის ტრენერი და ქოუჩი გიორგი მესხიძე „ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მხარდაჭერის“ შესახებ

ჟვანიას სკოლის ტრენერი და ქოუჩი გიორგი მესხიძე „ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მხარდაჭერის“ შესახებ

: 2020-06-24
: სიახლეები

 „ნებისმიერი ქვეყნის განვითარების საფუძველს განათლებული საზოგადოება წარმოადგენს. ბავშვის ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი ადრეულ ასაკში ყალიბდება. ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ბავშვებს, მიუხადავად მათი სოციალური მდგომარეობისა, უქმნის თანაბარ სასტარტო პირობებს განვითარებისთვის. 2016 წელს მიღებულმა კანონმა "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” ბიძგი მისცა სფეროს რეფორმის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ რიგი საკანონმდებლო აქტები ჯერ კიდევ მისაღებია, მუნიციპალიტეტების როლი სკოლამდელი განათლების რეფორმის პროცესში ერთმნიშვნელოვნად გადამწყვეტია.
პროექტის ფარგლებში ჩვენ ვმუშაობთ 12 მუნიციპალიტეტთან, რამდენადაც აუცილებელია, ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და მოხელეებს ესმოდეთ სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის, იცნობდნენ კანონს, მის პრინციპებს და სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებს. ტრენინგის და შემდგომი კონსულტაციების მიზანია, დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს, დაგეგმონ და განახორციელონ ის ცვლილებები, რომლებიც რეფორმის განხორციელებას და მუნიციპალიტეტებში სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს".

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ჟვანიას სკოლის „საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის" ფარგლებში UNICEF Georgia-თან თანამშრომლობით.