სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში ონლაინ რეგისტრაციის შედეგად პირველი ჯგუფი დაკომპლექტდა

ჟვანიას სკოლაში ონლაინ რეგისტრაციის შედეგად პირველი ჯგუფი დაკომპლექტდა

: 2020-06-25
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელწმიფო ადმინისტრირებების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების შედეგად პირველი სასწავლო ჯგუფი დაკომპლექტდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენას შეისწავლიან. ჯგუფი 12 მსმენელისგან შედგება, მათ შორის უმეტესობა პედაგოგია. ისინი ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

ჟვანიას სკოლა აგრძელებს სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთაგან სასწავლო ჯგუფების დაკომპლექტებას ქვეყნის სამ რეგიონში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთში და შიდა ქართლი) მდებარე 11 რეგიონულ სასწავლო ცენტრში, თბილისსა და სამხედრო ბაზებზე, რითაც ხელს უწყობს მათი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს.

ონლაინ რეგისტრაციის მიზნით, გადადით ბმულზე: http://www.zspa.ge/geo/registration