სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის დირექტორი ისრაელის ელჩს შეხვდა

ჟვანიას სკოლის დირექტორი ისრაელის ელჩს შეხვდა

: 2020-06-29
: სიახლეები

მიმდინარე წლის 29 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, მუნიციპალური მომსახურების, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ლინგვისტური სწავლების საკითხები.

„ - დღეს მქონდა პატივი, შევხვედროდი პრესტიჟული სკოლის დირექტორს, ქალბატონ ქეთევან ჯაყელს. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალი მუნიციპალური და სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამებზე, ასევე, ლინგვისტური სწავლების მეთოდოლოგიები" - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ.

ჟვანიას სკოლა, სასწავლო პროგრამების განვითარების მიზნით, მუდმივად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან.