სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ორხევის სამხედრო ბაზაზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები სახელმწიფო ენას შეისწავლიან

ორხევის სამხედრო ბაზაზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები სახელმწიფო ენას შეისწავლიან

: 2020-06-30
: სიახლეები

29 ივნისს, ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ორხევის სამხედრო ბაზაზე სასწავლო პროცესი განაახლა.

ორხევის სამხედრო ბაზაზე, სადაც სამხედრო სავალდებულო სამსახურს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებიც გადიან, ორი სასწავლო ჯგუფი დაკომპლექტდა -ინტენსიური სწავლების მეთოდით სახელმწიფო ენას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი 31 წვევამდელი შეისწავლის.

სწავლების პროცესს გაუძღვებიან ჟვანიას სკოლის გამოცდილი ტრენერები მარიამ ბარდაძე და ანა თოდუა, რომლებიც აუდიტორიული მეცადინეობების მეშვეობით წვევამდელებს ქართულ ენას შეასწავლიან.