სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბლიცინტერვიუ ნანული მიხანაშვილთან - ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერთან

ბლიცინტერვიუ ნანული მიხანაშვილთან - ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერთან

: 2020-07-28
: სიახლეები

ნანული მიხანაშვილი ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული ტრენერია. მისმა 50-წლიანმა პედაგოგიურმა საქმიანობამ და გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თაობების აღზრდაში.

მოგესალმებით ქალბატონო ნანული, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება ჟვანიას სკოლაში საქმიანობასთან დაკავშირებით.

ნანული მიხანაშვილი: მიხარია, რომ მონაწილე ვარ იმ დიდი საქვეყნო საქმისა, რომელსაც ჟვანიას სკოლა ახორციელებს. ტრენინგებზე მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობ და მსმენელებისგანაც ამას მოვითხოვ. სიტყვის მნიშვნელობასაც ქართულად ვუხსნი, თუ ეს შესაძლებელია. ვცდილობ, ენის შესწავლასთან ერთად, ბენეფიციარებს ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორიაც გავაცნო, გამოვუმუშავო ქართულ ენაზე ლაპარაკის უნარ-ჩვევები.

როგორ ფიქრობთ, რით არის გამორჩეული ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა?

ნანული მიხანაშვილი: სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა ითვალისწინებს თითოეული მსმენელის საბაზისო ცოდნასა და სწავლის უნარს, ასევე, სწავლებისას ყველა იმ აპრობირებულ მეთოდდა იდგომ გამოყენებას, ომლებიც ძლევა ექტურ შედეგს ენობრივი კომპეტენციების მაღლების თვალსაზრისით.

თქვენი აზრით, რამდენად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ენის ცოდნა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში?

ნანული მიხანაშვილი: სახელმწიფო ენის ცოდნა საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის მოვალეობაა და მის გარეშე შეუძლებელია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაცია, ქვეყნის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობა, კარიერის მოწყობა და წარმატების მიღწევა. ამ მხრივ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ჟვანიას სკოლა.

ბლიცინტერვიუს საშუალებით რას ეტყოდით სკოლის ბენეფიციარებს?

ნანული მიხანაშვილი: ისწავლეთ ქართული ენა, გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომელსაც სახელმწიფო გთავაზობთ. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

დიდი მადლობა ქალბატონო ნანული ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ!