სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარებისთვის საბოლოო გამოცდები გრძელდება

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარებისთვის საბოლოო გამოცდები გრძელდება

: 2020-07-30
: სიახლეები

მიმდინარე წლის 29 ივლისს ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში საბოლოო გამოცდები ჩაუტარდათ ქ. თბილისის მობილური ჯგუფების ბენეფიციარებს.

ქ. თბილისის მეგობრობის სახლისა და ინტეგრაციის ცენტრის 4 სასწავლო ჯგუფის 33 ბენეფიციარს, რომლებიც სახელმწიფო ენის A1 და A2 დონეებს ეუფლებოდნენ, საბოლოო შეფასების მიზნით ჩაუტარდათ ფინალური გამოცდები. აღნიშნულ ჯგუფებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებით სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის სწავლებას.