სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ნათია ხითარიშვილი - ჟვანიას სკოლის მოკლევადიანი სპეციალიზებული კურსის „საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა“ ბენეფიციარი

ნათია ხითარიშვილი - ჟვანიას სკოლის მოკლევადიანი სპეციალიზებული კურსის „საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა“ ბენეფიციარი

: 2020-08-14
: ჩვენი მსმენელები
,,საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა" ჩემი პროფესიული საქმიანობის ,,ხერხემალია". სწორედ ამიტომ მისი ცოდნა ჩემი კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ამ ტრენინგზე შეძენილ უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს თითოეული დასაქმებული და, მით უფრო, საჯარო მოხელე, რათა წარმატებით გაართვას თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ასევე, მინდა აღვნიშნო პროგრამის გამოცდილი, მაღალკვალიფიციური, ენერგიული და პოზიტიური ტრენერი, მაკა ომიაძე, რომელმაც, მიუხედავად დისტანციური სწავლების გამოწვევებისა, ძალზე საინტერესოდ გადმოგვცა სატრენინგო მასალა და ამომწურავი პასუხები გაგვცა ყველა არსებულ კითხვაზე. სასწავლო პროცესი იყო მეტად დინამიკური და კარგად ორგანიზებული, რამაც კიდევ უფრო გამიზარდა პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია.
ეს ტრენინგი არის ჩემთვის შესაძლებლობა, რომ გავხდე უკეთესი თანამშრომელი და ეფექტურად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობები."