სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

დღის მოსაზრება - ლიდია გვილავა

დღის მოსაზრება - ლიდია გვილავა

: 2020-08-18
: ჩვენი მსმენელები

ქალბატონი ლიდია უკრაინელია. ის ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, პროფესიით პედაგოგი. იგი ქართველ მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და აქ გააგრძელა ცხოვრება. ამჟამად ის პენსიონერია. ქალბატონი ლიდია ოთხი შვილის დედა და ხუთი შვილიშვილის ბებიაა.

„მეუღლესთან ერთად უკრაინიდან საქართველოში ჩამოვედი საცხოვრებლად. უზომოდ შემიყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი. ქართული ენა არ ვიცოდი და ეს ძალიან მაწუხებდა. გადავწყვიტე ქართული ენის შესწავლა, რადგან ვალდებულად ვთვლი თავს, ვიცოდე იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა, რომელშიც ვცხოვრობ და რომელიც ასე ძალიან მიყვარს.

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის შესახებ სკოლის ვებგვერდის საშუალებით შევიტყვე და უმალვე დავრეგისტრირდი. სასწავლო პროცესი ძალიან აქტიური და საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან მომწონდა გაკვეთილები. ჩვენი ჯგუფის პედაგოგი, #მაია გოზალიშვილი, პროფესიონალიზმითა და მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩეოდა, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა სწავლების პროცესს. დისტანციური სწავლების ფორმატში გადასვლამ ახალი გამოწვევების წინაშე დამაყენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წარმატებით ჩავაბარე ფინალური გამოცდა და გადავედი სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის შემდეგ ეტაპზე.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო როგორც ჩემს პედაგოგს, ქალბატონ მაიას, ასევე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, რომ სწორედ მათ მომცეს შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ შემასწავლა ჩემთვის უკვე მშობლიური ენა".