სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლის წარმატებული ბენეფიციარები

ჟვანიას სკოლის წარმატებული ბენეფიციარები

: 2020-08-25
: ჩვენი მსმენელები

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის სამი ბენეფიციარი 1+4-ის პროგრამით სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებს

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარები, რომლებიც სახელმწიფო ენას სკოლის ნინოწმინდის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ეუფლებოდნენ, 1+4 პროგრამის საშუალებით უმაღლეს განათლებას ქართულ უნივერსიტეტებში მიიღებენ.

გოარ ბდოიანი - ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენას B1 დონეზე ეუფლებოდა. სწავლის პროცესში ის დიდი პასუხისმგებლობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა მისი წარმატება და სექტემბრიდან სწავლას სამედიცინო განათლების მისაღებად უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს. თუმცა გოარი აპირებს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, არ შეწყვიტოს სახელმწიფო ენის შესწავლა და ჟვანიას სკოლაში გაიღრმავოს მიღებული ცოდნა.

ერკინაზ მარკარიანი - სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს. ერიკნაზი ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე შესწავლის სურვილმა მოიყვანა, რადგან მას თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა მომავალი პროფესიის დაუფლებასა და თვითდამკვიდრებაში.

ჰასმიკ პოდოღლიანი - სახელმწიფო ენის შესწავლას ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით შეუდგა. მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც ჰასმიკმა სწავლის პროცესში აღმოაჩინა, მაინც გააგრძელა მუშაობა და B1 დონის სასწავლო პროგრამა წარმატებით დაასრულა. საკუთარ თავში დარწმუნებულმა გადაწყვიტა, რომ სწავლა თბილისში გაეგრძელებინა. ის 1+4 პროგრამის საშუალებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, უმაღლეს განათლებას ამ უნივერსიტეტში მიიღებს.