სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დარგობრივი მიმართულების ჯგუფმა -საექთნო საქმე-სწავლა დაასრულა

დარგობრივი მიმართულების ჯგუფმა -საექთნო საქმე-სწავლა დაასრულა

: 2020-09-11
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის სასწავლო რეგიონულ ცენტრში დარგობრივი მიმართულების ჯგუფმა -საექთნო საქმე- სწავლა დაასრულა. აღნიშნულ სასწავლო ჯგუფში სწავლება მიმდინარეობდა დისტანციურად.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა ჟვანიას სკოლის ლაგოდეხის რეგიონული სასწავლო ცენტრის ადმინისტრატორი და სკოლის გამოცდილი ტრენერი ნანა ბრეგვაძე. აქვე, აღსანიშნავია, რომ პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელებს შორის, რომლებმაც სწავლის გაგრძელება მედიცინის მიმართულებით გადაწყვიტეს. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ჩაუტარდათ ფინალური გამოცდა, რომელიც უმრავლესობამ წარმატებით ჩააბარა.

#ისწავლესახელწმიფოენა

#ისწავლექართული

#ისწავლეჟვანიასსკოლაში