სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო ჯგუფები დაკომპლექტდა

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო ჯგუფები დაკომპლექტდა

: 2020-09-15
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო ჯგუფები დაკომპლექტდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, გარდაბნის რეგიონულ სასწავლო ცენტრებსა და ქ. თბილისში. ამ ეტაპზე ახლად შექმნილ სასწავლო ჯგუფებში სახელმწიფო ენას შეისწავლის ეროვნული უმცირესობის 188 წარმომადგენელი.

უახლოეს დღეებში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაზე დამატებით 80 ბენეფიციარი ჩაირიცხება, რომლებმაც უკვეგაიარეს ონლაინრეგისტრაცია. მათ ჩაუტარდებათ ენის ცოდნის დამდგენი პრეტესტი და გასაუბრება. ამ პროცედურების გავლის შემდეგ ისინი ჩაირიცხებიან შესაბამისი დონის ( A1, A2, B1) სასწავლო ჯგუფებში და შეძლებენ სწავლას ჟვანიას სკოლაში.

ჟვანიას სკოლის სასწავლო პროგრამებით სარგებლობის მიზნით, გთხოვთ, გაიროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

http://www.zspa.ge/geo/registration