სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბლიც ინტერვიუ  ეკა სირაძესთან, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებული საბაზისო პროგრამების ტრენერთან.

ბლიც ინტერვიუ ეკა სირაძესთან, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებული საბაზისო პროგრამების ტრენერთან.

: 2020-10-12
: სიახლეები

მოგესალმებით, ქალბატონო ეკა.დიდი მადლობა,რომ მონაწილეობთ ჩვენს ტრადიციულ ბლიც ინტერვიუში. გთხოვთ,გვიამბოთ პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების" ფარგლებში თქვენ მიერ ჩატარებული სასწავლო კურსის -პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა"- შესახებ.

 

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლას, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩამეტარებინა ორდღიანი საინტერესო ტრენინგი თემაზე: „პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა". აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ ქ. ქუთისის მერიაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, ტრენინგი ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში, ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით. მიუხედავად სწავლების ახალი და განსხვავებული ფორმატისა, ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობით და შეუფერხებლად განხორციელდა. ორი დღის განმავლობაში, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გულწრფელად და თავისუფალ სამუშაო გარემოში ესაუბრათ ტრენინგის თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროცესში სწავლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებამ ვფიქრობ ხელი შეუწყო მრავალფეროვანი და ინტერაქციული ტრენინგის ჩატარებას, რაც გახდა მონაწილეთა კმაყოფილების საფუძველი.

როგორ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, რა ძირითადი საკითხები და მიმართულებები მოიცვა სასწავლო კურსმა?

ტრენინგის განმავლობაში, დეტალურად განვიხილეთ საჯარო სამსახურში კომუნიკაციასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები, განვსაზღვრეთ კომუნიკაციის მნიშვნელობა, სახეები და ის ძირითადი არხები, რომლებიც გამოიყენება პროცესში. ჯგუფთან ერთად, მიმოვიხილე ინტერპერსონალური კომუნიკაციის მნიშვნელობა და თავისებურებები.

კომუნიკაციის პროცესში არსებობს ბევრი დაბრკოლება და ბარიერი, რომლებიც ხელს უშლის ეფექტური მოლაპარაკებებს და უფრო მეტიც, ორგანიზაციაში წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებს. აღნიშნულის და ასევე, საჯარო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, ტრენინგის დროს დეტალურად განვიხილეთ კომუნიკაციის სირთულეები, არსებული კონფლიქტების მართვის და მოლაპარაკების წარმოების გზები. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქმიანი კომუნიკაციის ეთიკის ნორმების, საჯარო სამსახურში შიდა და გარე კომუნიკაციისა და საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესების შესახებ.

გარდა ამისა, ტრენინგის განმავლობაში ჯგუფთან ერთად ვიმსჯელეთ გუნდური მუშაობის პრინციპის არსზე; დეტალურად განვიხილეთ გუნდის ფორმირების, პროცესში ჩართული პირების კერძოდ, კი გუნდის ლიდერისა და გუნდის წევრების როლი და მათ შორის თანამშრომლობისა და კოლეგიალობის აუცილებლობა, როგორც ეფექტიანი კომუნიკაციის უპირობო საფუძველი.

გთხოვთ,ჩვენს მკითხველებსა და ბენეფიციარებს კიდევ ერთხელ გავუზიაროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჟვანიას სკოლის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამები საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის?

 

აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელებს მისცეს თეორიული ცოდნა სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, კომუნიკაციასთან დაკავშირებულ აუცილებელ ელემენტებზე. ცხოვრების ყველა ეტაპზე, მით უფრო კი სამუშაო გარემოში სწორ კომუნიკაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რათა უზრუნველვყოთ ეფექტური მართვა, ხელი შევუწყოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და კოლეგიალური სამუშაო გარემოს ფორმირებას.

მსგავსი სასწავლო კურსები ეხმარება პროფესიულ საჯარო მოხელეებს საკუთარი უფლებამოსილებების განხორცილებისას დაამყარონ საქმიანი კავშირები და შექმნან გუნდურობის და კოლეგიალობის პრინციპზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურა თავიანთ დაწესებულებებში.

აღნიშნული ტრენინგი ერთმნიშვნელოვნად გაზრდის მონაწილეთა კომუნიკაციის უნარებს მომავალში. ტრენინგის მიზანიც სწორედ ის არის, რომ დააფიქროს მოხელეები თუ რამდენად დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს არასწორად შერჩეული კომუნიკაციის ფორმა და პირიქით, რამდენად შეიძლება გაჯანსაღდეს სამუშაო გარემო სწორი კომუნიკაციის პირობებში.