სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო ტრენინგები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება

პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო ტრენინგები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება

: 2020-10-17
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესს აგრძელებს.

ჟვანიას სკოლა, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებით უზრუნველყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს. აღნიშნული პროგრამით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 13 თანამშრომელი სატრენინგო კურსის „მოხელის მენეჯერული უნარები" და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" ფარგლებში შეძლებს პროფესიული კვალიფიკაციისა და კომპეტენციების ამაღლებ, ასევე, ახალი უნარების განვითარებას.

ჟვანიას სკოლა,პროფესიული საჯარო მოხელის განვითარების რეფორმის ფარგლებში, 2019 წლიდან ახორციელებს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებულ პროგრამებს, რომლებითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლა 100-ზე მეტმა საჯარო მოხელემ.