სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესი  გრძელდება

ჟვანიას სკოლაში საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესი გრძელდება

: 2020-11-07
: სიახლეები

მიმდინარე წლის 5 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო ადმინისტრირებისა და მმართველობის პროგრამის ფარგლებში საჩხერის, დუშეთის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის III და IV რანგის 20 საჯარო მოხელეს გადაამზადებს.პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის ფარგლებში ისინი გაივლიან პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების’’ სატრენინგო კურსს და პროფესიულ კვალიფიკაციას აიმაღლებენ შემდეგ მიმართულებებში:

·ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა;

·ადმინისტრაციული წარმოება;

·ეთიკა საჯარო სამსახურში;

·პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა .

პროგრამისხანგრძლივობა24 საათია. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, Teams-ისპლატფორმის საშუალებით და მას გაუძღვებიან ჟვანიას სკოლის გამოცდილი ტრენერები: ირინა შალამბერიძე, ნინო თვალთვაძე, ნინო ნანიკაშვილი და ნინო გულეიშვილი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.zspa.ge/geo/page/203