სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„საანბანო კურსის“ პილოტირების პროცესის ყოველკვირეული შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„საანბანო კურსის“ პილოტირების პროცესის ყოველკვირეული შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

: 2020-11-09
: სიახლეები

დღეს, 10 ნოემბერს, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში „საანბანო კურსის" პილოტირების პროცესში ჩართული პირების, მონიტორინგის ჯგუფისა და კურსის ავტორთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს პილოტირების პროცესში გამოკვეთილ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე და შეაჯამეს მიმდინარე შედეგები. ყოველკვირეული შეხვედრა იმართება კურსის თითოეული თავის დასრულებისას, რათა მოხდეს შეთანხმება გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით და კურსის შემდგომი დახვეწა-განვითარების მიზნით დაიგეგმოს მათი აღმოფხვრის გზები.

შეგახსენებთ, რომ ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამამ თავის ბენეფიციარებს შესთავაზა სრულიად ინოვაციური და ახალ მიდგომებზე ორიენტირებული სახელმწიფო ენის შემსწავლელი „საანბანო კურსი", რომლის ფარგლებში შემსწავლელებს შესაძლებლობა ექნებათ, მოკლე დროში შეისწავლონ ქართული ანბანი, მიიღონ პირველადი ინფორმაცია საქართველოს შესახებ და შეძლონ მარტივი საკომუნიკაციო სიტუაციების დაძლევა.