სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში  მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს გადაამზადებს

ჟვანიას სკოლა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს გადაამზადებს

: 2020-11-11
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამით მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ 86 საჯარო მოხელეს გადაამზადებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეები პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადდებიან ორი აკრედიტებული სატრენინგო კურსის - მოხელის მენეჯერული უნარები და პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება- ფარგლებში. სასწავლო პროცესი წარიმართება დისტანციურად, სასწავლო პლატფორმა Teams-ის საშუალებით.

 

ჟვანიას სკოლა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში თავის ბენეფიციარებს სთავაზობს როგორც პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების ორ აკრედიტებულ საბაზისოპროგრამას, ასევე საჯარო ადმინისტრირების  გრძელვადიან და მოკლევადიან 23 სერტიფიცირებულ სატრენინგო კურსს. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფესიული კვალიფიკაცია აიმაღლა  2, 444  საჯარო მოხელემ.