სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ირაკლი პაპავა - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელწმიფო ადმინისტრირების სკოლის  წარმატებული კურსდამთავრებული და  თანამშრომელი

ირაკლი პაპავა - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელწმიფო ადმინისტრირების სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული და თანამშრომელი

: 2020-11-13
: სიახლეები

ირაკლი პროფესიით ეკონომისტია. მისი პროფესიული გამოცდილება 2011 წლიდან შესყიდვებსუკავშირდება. ის 2011-2016 წლებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სადაც წარმატებით უძღვებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 2016 წელს, ირაკლიმ ჟვანიას სკოლის სახელწმიფო ადმინისტრირების და მმართველობის პროგრამის ფარგლებში, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაიარა სკოლის დარგობრივი კურსი „სახელმწიფო შესყიდვებში" და მისი წარმატებით დასრულების შედეგად ჩვენი სკოლის თანამშრომელი გახდა.

2016 წელს ჟვანიას სკოლაში გავიარე დარგობრივი კურსი ,,სახელმწიფო შესყიდვები" და სწორედ სწავლის დასრულების შემდეგ, მალევე შემოვუერთდისკოლის პროფესიონალთა გუნდს. სკოლასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სასწავლო პროგრამების შესახებ განახლებული ინფორმაცია პერიოდულად იგზავნება რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს მსმენელთა ახალი ნაკადის რეგისტრაციას სასწავლო კურსებზე. სასწავლო კურსის მაღალ დონეზე ორგანიზებულობა, სფეროს შესაბამისი თემების სწორი შერჩევა და კვალიფიციური, პრაქტიკოსი ტრენერები წარმოადგენენ სკოლის სასწავლო პროგრამების წარმატების საფუძველს. შესაბამისად, სკოლის მსმენელის სტატუსის შეძენა არაერთხელ გამხდარა საჯარო მოსამსახურის შემდგომი პროფესიული წინსვლის მიზეზი. სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა ჩემს ძირითად მოტივაციას, რამაც სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება გადამაწყვეტინა. დღეს სკოლის შესყიდვების სპეციალისტი ვარ, აქტიურად ვარ ჩართული სკოლის საქმიანობაში და კვლავ ვაგრძელებ მუშაობას შესყიდვების მიმართულებით.

ეს სფერო ძალიან საინტერესოა ჩემთვის,როგორც პროფესიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია და ყოველი წარმატებით განხორციელებული შესყიდვა აისახება ორგანიზაციის განვითარების ამაღლებაზე, რაც ჩემი და ჩემი კოლეგების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

მე ყველა ჩემს კოლეგას და დაინტერესებულ პირს, ვურჩევდი სკოლის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამებში ჩართვას, რომლის შედეგადაც ისინი მიიღებენ არამარტო ახალ ცოდნასა და უნარებს, არამედ მათ წინაშე ახალი შესაძლებლობათა გზა გაიხსნება".

#ისწავლეჟვანიასსკოლაში

#გახდისაჯარომოხელე