სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა იწყებს პროგრამის -

ჟვანიას სკოლა იწყებს პროგრამის - "საჯარო პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკა" იმპლემენტაციას

: 2020-11-16
: სიახლეები

ვიწყებთ ერთობლივ სატრენინგო პროგრამას „საჯარო პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკა" პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული სკოლასთან (KSAP) ერთად. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის 20 საჯარო მოხელე საქართველოს ყველა რეგიონიდან.

პროგრამის მიზანია, მონაწილეებს გადასცეს ცოდნა და განუვითაროს ისეთი უნარები, რომლებიც მათ ადგილობრივ დონეზე საჯარო პოლიტიკის უფრო ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. პროგრამას უძღვებიან დარგის პოლონელი და ქართველი ექსპერტები.

სატრენინგო პროგრამის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, ლეხ კაჩინსკის სახელობის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორმა ვოიჩეხ ფედერჩიკმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მარეკ კუბერსკიმ.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და ლეხ კაჩინსკის სახელობის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) ერთობლივი სატრენინგო პროგრამა მხარდაჭერილია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, Polish AID-ის და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ. ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით, კოვიდ-19-ით გათვალისწინებული შეზღუდვებისა და რეგულაციების შესაბამისად და გაგრძელდება20 ნოემბრის ჩათვლით.