სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

: 2020-11-20
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით ეროვნული უმცირესობების წარმომადგნელებს განახლებულ სასწავლო პროგრამებსა და დარგობრივი მიმართულების კურსებს სთავაზობს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაიაროს ონლაინრეგისტრაცია სკოლის ვებგვერდზე და სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში დაეუფლოს სახელმწიფო ენას შესაბამის დონეზე.

მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებისა და სასწავლო პროცესის ელექტრონულ ფორმატში განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და გამოწვევებისა, სახელმწიფო ენის შესწავლისადმი ინტერესი არ მცირდება და მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბერში 780 მსურველი დარეგისტრირდა.

ჟვანიას სკოლა აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქართული ენის შესწავლის მსურველებს მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ სკოლის მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე.

რეგისტრაციის მიზნით გადადით ბმულზე: http://www.zspa.ge/geo/registration

#ისწავლესახელმწიფოენა

#ისწავლეჟვანიასსკოლაში