სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გაიცანით ჟვანიას სკოლის ბენეფიციარი, ნატალია კოზლიუკი

გაიცანით ჟვანიას სკოლის ბენეფიციარი, ნატალია კოზლიუკი

: 2020-11-20
: ჩვენი მსმენელები

მე ვარ ნატალია კოზლიუკი, მოსკოვიდან, 51 წლის. უმაღლესი განათლება მოსკოვში მივიღე, დავამთავრე ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. ე და ჩემი მეუღლე მოსკოვიდან 5 წლის წინ ჩამოვედით საქართველოში. მეუღლე ქართველია მყავს.

 

ჟვანიას სკოლის შესახებ ფეისბუქიდან შევიტყვე. მანამდე ზოგიერთი ემიგრანტისგან გამიგია ამ სკოლაში ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობის შესახებ, თანაც უფასოდ, რაც ჩვენს პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია. გადავწყვიტე, შემესწავლა ქართული ენა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ვარ საერთაშორისო ლოჯისტიკის სპეციალისტი და, შესაძლოა, მომავალში მეც გამოვიყენო ჩემი ცოდნა და გამოცდილება იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის მშობლიური გახდა.

 

მესამე კვირაა, რაც ჟვანიას სკოლაში ვეუფლები ქართულ ენას (გავდივარ ,,საანბანო კურსს’’). ძალიან მომწონს ჩვენი ტრენერი თამთა ასანიძე. ის მშვიდი, კომპეტენტური და პუნქტუალურია. შესასწავლი მასალა თანდათან უფრო საინტერესო ხდება. მე ზოგი რამ უკვე ვიცოდი (მაგალითად, ასოები, ციფრები), ამიტომ, სხვებთან შედარებით, უფრო მიადვილდება მეცადინეობა. კურსის დასრულების შემდეგ, მსურს, გავაგრძელო ქართული ენის შესწავლა შემდეგ დონეებზეც და სხვებსაც მოვუწოდებ, ისწავლონ ქართული ენა ჟვანიას სკოლაში.