სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის პირველი ინტერნაციონალური სატრენინგო პროგრამა

ჟვანიას სკოლის პირველი ინტერნაციონალური სატრენინგო პროგრამა

: 2020-11-25
: სიახლეები

პოლონეთის საჯარო ადმინისტრირების სკოლისა და ჟვანიას სკოლის ერთობლივ სატრენინგო პროგრამაში „საჯარო პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკა" ადგილობრივი თვითმმართველობის 20-მდე საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა

სატრენინგო პროგრამა სკოლებს შორის რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შედეგია. ორმხრივი თანამშრომლობა ჟვანიას სკოლასა და პოლონეთის საჯარო ადმინისტრირების სკოლებს შორის 2014 წლიდან იწყება, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის პირველ მემორანდუმს. 

 2019 წელს ჟვანიას სკოლის დელეგაცია პოლონეთის საჯარო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრა. ხოლო 2020 წლის იანვარში, ჟვანიას სკოლის 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ვოიჩეხ ფედერჩიკი იმყოფებოდა ვიზიტით ქ.ქუთაისში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე. ერთობლივი სატრენინგო პროგრამების განხორციელება მიიღებს რეგულარულ ხასიათს. ჟვანიას სკოლის მიზანია, ამ გზით გაზარდოს ქართველი საჯარო მოხელეების ხელმისაწვდომობა ევროპული სტანდარტის პროფესიული განვითარების პროგრამებზე. პირველი შედეგი კი უკვე გვაქვს!