სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლასა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჟვანიას სკოლასა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

: 2021-02-02
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა მოაწერეს.

დოკუმენტი მიზნად ისახავს ერთობლივი პროფესიული და სასწავლო-სატრენინგო საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

მემორანდუმის ფარგლებში, ასევე მოხდება კიბერ ჰიგიენის კურსის - „სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის" მსმენელებისთვის უსასყიდლოდ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღნიშნული კურსი კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან თანამშრომლობით შემუშავდა და MOODLE-ის პლატფორმაზეა ატვირთული.

ჟვანიას სკოლა პროგრამების განვითარების მიზნით მუდმივად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

"-ჟვანიას სკოლა სამიზნე ჯგუფებისთვის მუდმივ რეჟიმში ავითარებს ახალ სასწავლო პროგრამებს. ჩვენ ამ პროცესში ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უწყებათაშორისი თანამშრომლობა. ჟვანიას სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების მიზანი არის ეროვნული უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა სხვადასხვა ინფორმაციაზე, ცოდნაზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში და სისტემაში. შესაბამისად, ესეც ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ტრენერთა კორპუსის მომზადებას ინტეგრაციის მიმართულებით, ერთ-ერთი ნაწილი დაეთმობა თავდაცვის საკითხებს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, იმისთვის, რომ დიდი ენთუზიაზმით დაგვთახმნდნენ და ჩაერთნენ თანამშრომლობაში. ეს მემორანდუმი გვაძლევს საშუალებას, ხელმისწავდომი იყოს განვითარებული რესურსები პარტნიორი ინსტიტუციების საქმიანობაში" - განაცხადა ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.

 

"- დღეს გაფორმებული მემორანდუმი ეფუძნება სასწავლო დაწესებულებებს შორის უკვე განხორციელებულ, ნაყოფიერ თანამშრომლობას, მომავალში მიზნად ისახავს კიდევ უფრო ინტენსიურ ურთიერთობას, კომპლექსურ ჩართულობას სხვადასხვა სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში.

მთლიანობაში, წარმატებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უწყებათაშორის ურთიერთობას და ქვეყნის ეროვნულ დონეზე სწავლებისა და ცოდნის სფეროს განვითარებას, რაც თავის მხრივ არის, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების და, ასევე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი" - განაცხადა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა.