სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

დიანა გრიგორიანი - ჟვანიას სკოლის ბენეფიციარი

დიანა გრიგორიანი - ჟვანიას სკოლის ბენეფიციარი

: 2021-01-27
: ჩვენი მსმენელები

მე ვარ დიანა გრიგორიანი 19 წლის, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვარევანიდან.

ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ვიგრძენი ქართული ენის საჭიროება. მიმაჩნია მას ჩემთვის ბევრი დახურული კარის გაღება შეუძლია.

როდესაც ჟვანიას სკოლაში სწავლა შემომთავაზეს გამიჩნდა მოლოდინი, რომ საფუძვლიანად დავეუფლებოდი ქართულ ენას, გაკვეთილები კი არ იქნებოდა მოსაწყენი და ერთფეროვანი. ასეც მოხდა, სკოლაში თითოეული დღე იყო სტიმულისა და ცოდნის მომცემი, რაც ძალიან დამეხმარა საკუთარი თავის რეალიზებაში. სწორედ მისი დახმარებით მე დღეს თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში ოფის-მენეჯერის პროფესიას ქართულ ენაზე ვეუფლები.

ვფიქრობ, როდესაც ცხოვრობ საქართველოში ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ კარგად ისწავლო ქართული-სახელმწიფო ენა, რაც შემდგომ წინსვლაში მნიშვნელოვნად დაგეხმარება.