სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე 33 რეკრუტი გადაამზადა

ჟვანიას სკოლამ ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე 33 რეკრუტი გადაამზადა

: 2021-02-25
: სიახლეები

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის N1 სამხედრო ბაზაზე ჟვანიას სკოლამ 33 რეკრუტი გადაამზადა.

სასწავლო პროცესი წარმატებით 25-მა მსმენელმა დაასრულა. შესაბამისი სერტიფიკატები მათ ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ, პაატა კლდიაშვილმა და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, ზაქარია კალანდაძემ გადასცეს.

,,სახელმწიფო ენის სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა. ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, როცა საქმე გვაქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან.

მათ დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად ემსახურონ საკუთარ სამშობლოს, ასევე, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, უკეთესი პირობებით დასაქმდნენ, სწრაფად განვითარდნენ როგორც პიროვნული, ისე პროფესიული კუთხით. ადვილად მიაღწიონ წარმატებას და აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში."-განაცხადა ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ პაატა კლდიაშვილმა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სწავლებას ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განაგრძობს.