EN

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებას მიღებას 2021 სასწავლო წლის სასერტიფიკატო პროგრამაზე

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებას მიღებას 2021 სასწავლო წლის სასერტიფიკატო პროგრამაზე

: 2021-04-13
: სიახლეები


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებას მიღებას 2021 სასწავლო წლის სასერტიფიკატო პროგრამაზე

„ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა"

 

პროგრამა ემსახურება ტრენერთა მომზადებას ან/და გადამზადებას სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში, რათა მათ შემდგომში უზრუნველყონ ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ .

პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამის თეორიული ნაწილი შედგენილია იმ პროფესიონალების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების წარმართვაში და სწორედ ისინი უძღვებიან სასწავლო პროცესს.


პროგრამის მიზანია - დაინტერესებულ პირებს /მომავალ ქართულის, როგორც მეორე ენის ტრენერებს, მიაწოდოს სათანადო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ესაჭიროებათ საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებისთვის .

პროგრამა ასევე მიზნად ისახავს წარმატებული კურსდამთავრებულების სკოლის ბაზაზე დასაქმებას ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებისა და ინტეგრაციის მიმართულების ტრენერებად.


პროგრამის ამოცანები

  • ტრენერად მუშაობით დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლება;
  • ტრენერის უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარებაში დახმარება;
  • თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა სახელმწიფო ენის სწავლებასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით;
  • მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

 

პროგრამის აღწერილობა და ხანგრძლივობა

პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს - 24 კვირა;

პროგრამა განხორციელედება ჰიბრიდული მეთოდით (როგორც დისტანციურად, ასევე პირისპირ);

თეორიული სწავლება - 182 საათი (ას ოთხმოცდაორი საათი);

პრაქტიკული სწავლება - 72 საათი(სამოცდათორმეტი საათი);


პროგრამის სამიზნე ჯგუფი

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერად მუშაობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი.


პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

ავტორიზებული ან/და აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარული სპეციალობის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის მქონე ან ამავე ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან /და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ჰუმანიტარული მეცნიერებების აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.


აპლიკანტები შერჩევის წესი

  • სააპლიკაციო ფორმების გადარჩევა;
  • პროფესიული და ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარება;
  • გასაუბრება.


რეგისტრაციის ვადები და პროცედურა

რეგისტრაცია იწარმოებს 14 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით 18:00 საათამდე

აღნიშნული პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

სსიპ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ტრენერთა სატრენინგო პროგრამის ასისტენტი

მობ: 599036543

ქეთევან ბერუაშვილი

ელ-ფოსტა: zspa@zspa.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!