სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ჟვანიას სკოლის დირექტორი ტრენერებს შეხვდნენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ჟვანიას სკოლის დირექტორი ტრენერებს შეხვდნენ

: 2021-04-14
: სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის იმ ტრენერებს შეხვდნენ, რომლებიც პანდემიის გამოცხადებისთანავე წარმატებით გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ჟვანიას სკოლის თანამშრომელთა თავდაუზოგავმა შრომამ უწყვეტი გახადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისის- სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმისაწვდომობა.

პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის 55 ტრენერს გადაეცა მადლობის სიგელები.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

ჟვანიას სკოლა ონლაინ რეჟიმზე პანდემიის გამოცხადებიდან ორ კვირაში გადავიდა.