სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლა 489 პედაგოგს გადაამზადებს

ჟვანიას სკოლა 489 პედაგოგს გადაამზადებს

: 2021-04-20
: სიახლეები

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში აპრილში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა უპრეცედენტო რაოდენობა (800-მდე) დარეგისტრირდა. შეიქმნა 38 ჯგუფი და 522 აპლიკანტი დღეიდან ჩაერთვება სასწავლო პროცესშიმათგან 489 არის საჯარო სკოლების პედაგოგი. 

შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში წარიმართება.  

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მიზანიასაქართველოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს დაეხმაროს, შეისწავლონ სახელმწიფო ენა  ან გაიღრმავონ ცოდნა, რაც მათ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს.