სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება

: 2021-04-21
: სიახლეები

საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია და მას მრავალი წელია, ემსახურება.

ჟვანიას სკოლაში შეიქმნა ახალი, სრულიად უპრეცედენტო, კომპლექსური „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა",რომელიც ემსახურება ტრენერთა მომზადებას ან/და გადამზადებას სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში, რათა მათ შემდგომში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვისუზრუნველყონ სახელმწიფო ენის სწავლება მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

უმცირესობის წარმომადგენლთათვის პროგრამა კომპლექსურად მოიცავს არა მხოლოდ ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლის შესაძლებლობას, ასევე სახელმწიფოებრივ და სამოქალაქო თემების შესახებ ცოდნის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას მულტიკულტურულ საზოგადოებაში. პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, ასევე გულისხმობს ბენეფიციარების დასაქმებას სკოლის ბაზაზე.

უკვე დაწყებულია რეგისტრაცია და პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული ან/და აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარული სპეციალობების ფილოლოგიის ფაკულტეტის მინიმუმ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს. მათ ეძლევათ საშუალება, არა მხოლოდ მიიღონ პროფესიული პრაქტიკა და დასაქმდნენ, ასევე წვლილი შეიტანონ ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში, მულტიკულტურული საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში - თუ რა ხორციელდება, რა კურსი აქვს სახელმწიფოს აღებული, რა როლი აქვს თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფოს განვითარებაში.