სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ლენა ტოროსიანი-ჟვანიას სკოლის ბენეფიციარი

ლენა ტოროსიანი-ჟვანიას სკოლის ბენეფიციარი

: 2021-04-22
: სიახლეები

მე ვარ ლენა ტოროსიანი, პროფესიით მათემატიკოსი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთიდან.

ჟვანიას სკოლაში ქართული ენის A1 და A2დონეები გავიარე.

პანდემიის დაწყების შემდეგ ჟვანიას სკოლა უმოკლეს დროში გადავიდა სწავლებისონლაინრეჟიმზე და ჩვენც ახალ გარემოსთან შეგუება არ გაგვიჭირდა.

ჟვანიას სკოლა დამეხმარა ქართული ენის კარგად შესწავლაში. ამ ეტაპზე უკეთესად შემიძლია კომუნიკაცია, დავიწყე ქართული წიგნების კითხვა, შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო ქართულ გარემოში.

სწავლის დაწყების წინ ქართულად საუბარი არ ვიცოდი, ვმუშაობდი სკოლაში და ვიყავი პრაქტიკოსი მასწავლებელი. ვფიქრობდი ქართულის სწავლას კომუნიკაციისა და პედაგოგიური საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის. მოლოდინმა გაამართლა. ჟვანიას სკოლა დამეხმარა იმაში, რომ დღეს ვარ უფროსი მასწავლებელი, შემიძლია ქართულად საუბარი. სწავლის გაგრძელებას სამომავლოდაც ვგეგმავ.