სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში დარგობრივი მიმართულების ჯგუფებში სასწავლო პროცესი გრძელდება

ჟვანიას სკოლაში დარგობრივი მიმართულების ჯგუფებში სასწავლო პროცესი გრძელდება

: 2021-05-20
: სიახლეები

ჟვანიას სკოლის ახალციხის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის სამართალმცოდნეობის დარგობრივ ჯგუფში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი 13 ბენეფიციარი სწავლობს.

მათი უმრავლესობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. ჟვანიას სკოლაში ისინი ეუფლებიან გრამატიკულ კონსტრუქციებსა და შესაბამისი დარგისთვის საჭირო ლექსიკას.

ჯგუფი წარმატებით ართმევს თავს სასწავლო პროგრამას. ტრენერი მაკა ფეიქრიშვილი, ბენეფიციართა ინტერესების გათვალისწინებით, ძირითად სასწავლო მასალასთან ერთად იყენებს სხვადასხვა დამატებით რესურსს. აღნიშნული კურსი მომავალ იურისტებს დაეხმარება ენის ფლობის დონის ამაღლებასა და პროფესიის უკეთ დაუფლებაში.