სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში საექსპერტო მისიის პირველი ეტაპი დასრულებულია

ჟვანიას სკოლაში საექსპერტო მისიის პირველი ეტაპი დასრულებულია

: 2021-06-02
: სიახლეები

საექსპერტო მისიის პირველი ეტაპი, რომელიც ორი დღის განმავლობაში ჟვანიას სკოლისა და ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროგრამის (TAIEX) ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, დასრულებულია.

ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით გამართულ კონფერენციაზე საუბარი შეეხო ჟვანიას სკოლაში არსებულ სასწავლო პროცესს, ასევე უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ იქნა კონკრეტული რეკომენდაციები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„პირველად, არსებობის ისტორიაში ჟვანიას სკოლა ხდება ევროკავშირის პროგრამის (TAIEX ) მონაწილე, ეს კი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ და ჩვენს სკოლას სწორი კურსი გვაქვს არჩეული.

იმის გარდა, რომ ეს მოვლენა სკოლის ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო კავშირების გამყარების კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ასევე ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოცდილების მქონე ევროპელი პარტნიორებისგან ღირებული დახმარება - სასარგებლო რჩევები მივიღეთ ტრენინგების მონიტორინგის და შეფასების ეფექტიანობის სისტემურად გამართვის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სკოლაში ტრენინგების შეფასების მეთოდოლოგიისა და, შესაბამისად, სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესის გაუმჯობესებას.

ჩვენი მხრივ, ევროპელ ექსპერტებს გავაცანით ჟვანიას სკოლაში არსებულ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პროცედურები, გამოცდილება, მიღწევები და გამოწვევები.

ვსარგებლობ შემთხვევით და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპელ პარტნიორებს გაწეული სამუშაოსთვის,ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს- ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროგრამასთან(TAIEX) ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფისთვის."-განაცხადა ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.