სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლის დირექტორი KSAP-ის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა

ჟვანიას სკოლის დირექტორი KSAP-ის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა

: 2021-07-09
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის KSAP-ის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა.


იმდინარე წლის ივნისში, პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დაარსების 30-ე საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,სახელმწიფო ადმინისტრირება კოვიდის პირობებში", რომლის მიმდინარეობისას ქეთევან ჯაყელმა მოდერირება გაუწია პანელურ დისკუსიას - „რა ტიპის წვლილი უნდა შეიტანონ ჩვენმა ინსტიტუციებმა საჯარო მოხელეების მომზადებაში".  


2020 წელს ჟვანიას სკოლასა და KSAP-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხუთწლიანი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უკვე შემუშავდა და განხორციელდა ერთობლივი სატრენინგო პროგრამა ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის.