სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ ,,საჯარო ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამის“ განხორციელება დაიწყო

ჟვანიას სკოლამ ,,საჯარო ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამის“ განხორციელება დაიწყო

: 2021-07-14
: სიახლეები

სასწავლო პროცესში მსმენელები, მათ შორის საჯარო მოხელეები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთნენ. ერთი კვირის განმავლობაში ისინი მიიღებენ საბაზისო ცოდნას საჯარო სამსახურის სპეციფიკისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, ასევე დაეუფლებიან თეორიული ნაწილის პრაქტიკაში დანერგვის უნარ-ჩვევებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სასწავლო კურსს საჯარო მოხელეთა სავალდებულო პროგრამების აკრედიტებული ტრენერი ნინო ნანიკაშვილი უძღვება.