სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში დაიწყო პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“

ჟვანიას სკოლაში დაიწყო პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“

: 2021-08-19
: სიახლეები

ჟვანიას სკოლაში დაიწყო პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება". სწავლება დისტანციურ რეჟიმში, თიმსის ონლაინპლატფორმის მეშვეობით მიმდინარეობს.

სასწავლო კურსს უძღვებიან ტრენერები: ირინა შალამბერიძე, ნინო თვალთვაძე და ნინო გულეიშვილი.

პროგრამაში მონაწილეობს 16 საჯარო მოხელე ლანჩხუთის, საჩხერის, წყალტუბოს, ამბროლაურისა და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან.

ტრენინგში ჩართული პირები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: "პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა"; "ეთიკა საჯარო სამსახურში";"ადმინისტრაციული წარმოება"; "ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა " .