სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლა აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით

ჟვანიას სკოლა აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით

: 2021-11-01
: სიახლეები

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჟვანიას სკოლის პროექტის ,,დისკუსიები Covid19-ის შესახებ ექიმ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად" მორიგი შეხვედრა საგარეჯოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გაიმართა.

რა როლი აკისრია თითოეულ მოქალაქეს გლობალური პანდემიის დამარცხების პროცესში და რატომ არის აუცილებელი იმუნიზაციის პროცესის დაჩქარება - ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაცია სკოლის ბენეფიციარებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვისგან მოისმინეს.

აღნიშნულ პროექტს ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ღონისძიებასახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი ელისო ლომიძე და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი დაესწრნენ.