სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა

ჟვანიას სკოლამ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა

: 2021-11-01
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჟვანიას სკოლის ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობას. სკოლა პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობითუზრუნველყოფს ბენეფიციარების ჩართულობას ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს, მათ შორის, პროფესიული ორიენტაციის, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებში, ასევე სტაჟირებასა და სხვა სერვისებში;

მემორანდუმი საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ მუმლაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებმა თანამშრომლობით გათვალისწინებული სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია ჟვანიას სკოლის დირექტორისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს.