ჟვანიას სკოლაში პროგრამის ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ განხორციელება დაიწყო

ჟვანიას სკოლაში პროგრამის ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ განხორციელება დაიწყო

: 2021-11-24
: სიახლეები

ჟვანიას სკოლაში დაიწყო პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" .

პროგრამის ფარგლებში წლის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ბანკის 63 თანამშრომელი გადამზადდება.

სწავლება დისტანციურ რეჟიმში ხორციელდება. მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ადმინისტრაციული წარმოება, ეთიკა საჯარო სამსახურში, პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური მომსახურება და დროის მართვა.

ასწავლო კურსს უძღვებიან ჟვანიას სკოლის საჯარო მოხელეთა საბაზისო პროგრამების აკრედიტებული ტრენერები: ნინო ნანიკაშვილი, ეკატერინე სირაძე, ირინა შალამბერიძე და ეკა კენჭაძე.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები.