სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

15 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ,,საანბანო კურსის“ უკრაინელ ბენეფიციარებს საბოლოო გამოცდა ჩაუტარდათ.

15 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ,,საანბანო კურსის“ უკრაინელ ბენეფიციარებს საბოლოო გამოცდა ჩაუტარდათ.

: 2022-06-24
: სიახლეები

15 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ,,საანბანო კურსის" უკრაინელ ბენეფიციარებს საბოლოო გამოცდა ჩაუტარდათ. წარმატებულ ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის „საანბანო კურსი" მომზადდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისა და ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის, დროებითი ბინადრობის მქონე და სტატუსის არმქონე პირთათვის, რომელთათვისაც უცნობია ქართული გარემო, ენა და სოციუმი, ქართული ანბანის ჟღერადობა და სჭირდებათ გარკვეული მზაობა სურვილისამებრ შემდგომში ენის სრულფასოვნად შესწავლისა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.

კურსის განმავლობაში ბენეფიციარები გაეცნენ (მინიმალურ დონეზე) საქართველოს მხარეებს, გეოგრაფიულ ობიექტებს (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი), ღირსშესანიშნაობებს. განივითარეს ონლაინ სივრცეში მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, იმუშავეს ქართული ბგერების სწორად წარმოთქმაზე, ისწავლეს ქართული ანბანი და ელემენტარული კომუნიკაციისთვის მარტივი ფრაზები.

ტრენინგებს უძღვებოდნენ ჟვანიას სკოლის ტრენერები ინგა ბაგრატიონი და თამთა ასანიძე.