სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2022 წლის 15 სექტემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკლევარმა შოთა ღვინერიამ ეროვნული უმცირესობების საჯარო მოხელეებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე ,,დეზინფორმაცია’’

2022 წლის 15 სექტემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკლევარმა შოთა ღვინერიამ ეროვნული უმცირესობების საჯარო მოხელეებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე ,,დეზინფორმაცია’’

: 2022-09-27
: სიახლეები

2022 წლის 15 სექტემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკლევარმა შოთა ღვინერიამ ეროვნული უმცირესობების საჯარო მოხელეებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე ,,დეზინფორმაცია’’, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:რა არის დეზინფორმაცია; ინფორმაცია როგორც ძალის ინსტრუმენტი; ეროვნული ინტერესები; ინფორმაციის ეკოსისტემა; ინფორმაციის დამახინჯება და ბოროტად გამოყენება; მითები ნატოს შესახებ; ინფორმაციით მანიპულირება.

ლექცია ჩატარდა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში „საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული უნარების, ზოგადიდა დარგობრივი ენის კომპეტენციების განვითარებას, სამუშაო სივრცეში მათ მიერ სახელმწიფო ენის წარმატებით გამოყენების ხელშეწყობას, ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ სივრცეში. პროგრამაში ჩართულია 26 საჯარო მოხელე 3 მუნიციპალიტეტიდან (ნინოწმინდა, დმანისი და გარდაბანი).