სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი საბერძნეთში

ჟვანიას სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი საბერძნეთში

: 2022-12-13
: სიახლეები

ჟვანიას სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი საბერძნეთში

საბერძნეთში, ქ.თესალონიკში, საბერძნეთის სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ცენტრის მიწვევით გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA), წარმომადგენლების (საბერძნეთი, საქართველო, სერბეთი, რუმინეთი და ბულგარეთი) ე.წ. „ხუთეულის" შეხვედრა.

შეხვედრას საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მაკის ვორდისი დაესწრო. სხვა თემებთან ერთად განხილული იყო ზემოჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლების თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა და შეფასება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა საჯარო სამსახურებში.

ორგანიზატორებმა მოამზადეს შეხვედრა ანალიზისთვის, გამოცდილების გაცვლისა დასაუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით, „ხუთეულის" ქვეყნების წარმომადგენლებთან ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები.