სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში პროგრამა „სახელმწიფო ენის ელჩები

ჟვანიას სკოლაში პროგრამა „სახელმწიფო ენის ელჩები" გრძელდება

: 2023-02-28
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სასერტიფიკატო პროგრამა „სახელმწიფო ენის ელჩები" გრძელდება.

სატრენინგო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში ხორციელდება და მოიცავს ხუთთვიან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. მიმდინარე ეტაპზე მთავარ თემას „ტრენინგის წაყვანა და აუდიტორიის მართვა" წარმოადგენს. პროექტის მონაწილეები იღებენ ინფორმაციას სილაბუსებისა და სამუშაო მასალის გაცნობა/დამუშავების შესახებ.

„სახელმწიფო ენის ელჩების" მეორე ნაკადის 20 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წინასწარი კონკურსის შედეგად შეირჩა. მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროგრამა მიზნად ისახავს ტრენერთა მომზადებას ან/და გადამზადებას სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში,ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფოენის სწავლებისა და საერთო სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.