სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის ტრენერთა გადამზადება მიმდინარეობს

ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის ტრენერთა გადამზადება მიმდინარეობს

: 2023-06-13
: სიახლეები

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ენის 15 ტრენერი გადამზადდება.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ გაანალიზონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სკოლის სასწავლო-სატრენინგო პროგრამებით სწავლების პროცედურა; სწავლების მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული წესი და ფორმები; დარგობრივი ენის პრაქტიკული კურსი - საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლების საკითხები;ენის სტანდარტი; ტრენერთა თვითშეფასება, როგორც პროფესიული განვითარების გზა; რელიგიური მრავალფეროვნება და მულტიკულტურალიზმის გათვალისწინება სწავლებისას; საჯარო ინფორმაციის მართვა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები.

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას დაარსების დღიდან ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაცია.