სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ჟვანიას სკოლის საბაზისო პროგრამაში ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება

ჟვანიას სკოლის საბაზისო პროგრამაში ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჩაერთნენ

: 2023-06-13
: სიახლეები
საბაზისო პროგრამა ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სასწავლო პროცესი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. მასში ჩართული მე-3 და მე-4 რანგის 30 საჯარო მოხელე კვალიფიკაციას აიმაღლებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: ადმინისტრაციული წარმოება, ეთიკა საჯარო სამსახურში, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართა. მსმენელებს დღეს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი შეხვდა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო მართვის და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს 2 საბაზისო და 25 დამატებით პროგრამას. მიმდინარე წელს დაგეგმილია 240 საჯარო მოხელის გადამზადება.